ვითარება კვლავ კრიტიკულია იტალიაში - ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 345 და ინფიცირების 3 ათას 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, იტალიაში კორონავირუსმა 2 ათას 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
COVID-19-ის 31 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევიდან კი 3 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოებში პაციენტებისთვის არასაკმარისი სამედიცინო საწოლებია. იტალიის ფოსტის 2 თანამშრომლის გარდაცვალების გამო კი მოსახლეობის ნაწილი საფოსტო ოფისების დახურვას ითხოვს.