საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული აკრძალვები ძალაში ოფიციალურად დღეიდან შედის. მოსახლეობის მეტი დაცულობისთვის ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დროებით შეჩერებულია. იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის დროებით აკრძალვის მიუხედავად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მძღოლები კუთვნილ ხელფასს მაინც მიიღებენ. დღესვე დროებით ფუნქციონირებას წყვეტს სპა-ცენტრები და სპორტ-დარბაზები. იზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.