30 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ეჭვი მეპარება 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით კორონავირუსმა განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა განათლების პროცესის მიმდინარეობაში. გახარიას თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სასწავლო პროცესი უახლოეს პერიოდში აღდგეს. პრემიერის განცხადებით, განათლების უწყებას მიცემული აქვს დავალება წარმოადგინოს გეგმა როგორ უნდა აღდგეს ეს დანაკლისი:

"არსებობს გარკვეული ვადები, ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რისიც მეეჭვება იმ ვადებზე,  რა ვადებზეც საუბრობს განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო ამბობს რომ თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები.  განათლების სამინისტროს აქვს დავალება წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა იმედი რჩება. განათლების სამინისიტროს დავალება მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს გეგმა ეს დანაკლისი, როგორ უნდა აღდგეს," - განაცხადა გახარიამ, მისი თქმით გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონებში ბავშვებს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ და ონლაინ სწავლება იქ ვერ განხორციელდება.

გახარიას თქმით, ის ასევე ვერ ისაუბრებს, შეეხება თუ არა ცვლილება უმაღლესში მისაღებ ვადებს.

დღის ამბები