30 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
იქნება დამატებითი ჩარტერული რეისები, რათა ჩვენი მოქალაქეები ქვეყანაში დავაბრუნოთ - პრემიერ-მინისტრი

გაუქმებული ფრენების პირობებში ევროპის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა და განაცხადა, რომ  ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში  ორგანიზებულად დააბრუნონ:

"ეს არის ობიექტური სამწუხარო რეალობა, დღეის მდგომარეობით ყველა ამ ქვეყანაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად, მათი ძირითადი ამოცანაა არის ამ ხალხის იდენტიფიცირება, მათ ყოველდღიურ პრობლემებში შესვლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხალხის კონსოლიდირებულად, ცალკეული ევროპული ქალაქებიდან გამოყვანა. ჩვენ ამისთვის ვთანამშრომლობთ ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან, იქნება დამატებითი ჩარტერული რეისები. ეს რეისები იგეგმება იმ მიმართულებით, სადაც ამის უბრალოდ ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, " - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად დააბრუნონ.

დღის ამბები