30 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ქართული ეკონომიკა არის საკმაოდ მდგრადი და საკმაოდ მდგრადად მივიღებთ დარტყმებს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გლობალური კრიზისის შედეგია, რომელიც მსოფლიოს კორონავირუსის გამო დაუდგა:

"ლარის კურსი არის ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის გამოწვევა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ამ გლობალური გამოწვევის და კრიზისის შედეგი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკის მხრივ და ლარის კურსის მიმართულებითაც კარგად მივდივართ. ქართული ეკონომიკა არის საკმაოდ მდგრადი და ჩვენ საკმაოდ მდგრადად მივიღებთ იმ დარტყმებს, რაც გლობალური დარტყმებია. თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის რომ თვითოეული მოქალაქე, სამუშაო ადგილი, კომპანია, რომელიც ამ კურსის გამო ზიანდება, იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ იყო ის შემოთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ პირველ რიგში მომსახურების სფეროს, ტურიზმს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს და ჩვენ ამ ღონისძიებებს გავაგრძელებთ,"- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ვირუსის დამარცხების შემდეგ დარჩეს რესურსი იმისა, რომ ეკონომიკა სწრაფად აღადგინოს.

დღის ამბები