30 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
უახლოეს მომავალში საქართველოში პირბადეების და სადეზინფექციო სითხეების წარმოება დაიწყება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მალე ქვეყანაში პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყება.

პრემიერის თქმით, არსებული დეფიციტი 1-2 კვირა გაგრძელდება.

"სამწუხაროდ, არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ გაჭირვებაზე დამატებითი მოგება ნახონ. ასეთი პრობლემა არსებობს, ნუ რას ვიზამთ. ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებში გარკვეული დეფიციტი არის, თუმცა ეს დეფიციტი გლობალურია. მე გეტყვით, რომ ჩვენ უკვე დავალაგეთ პროცესი, რომ ეს პროდუქტი ვაწარმოოთ საქართველოში, როგორც პირბადეები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. უახლოეს პერიოდში, ქართული წარმოებები დაიწყებენ წარმოებას ამ საშუალებების და ეს დეფიციტი მოგვარდება, გვექნება 1-2 კვირა პრობლემა, თუმცა, ვესაუბრეთ ჩვენს იმპორტიორ პარტნიორებს და ეს მარაგიც შეივსება,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები