30 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ჩვენი მთავარი ამოცანაა, არავითარი შიში, არამედ ეფექტური მოქმედება - პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში COVID 19-ის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ქვეყანა ტექნიკურად მზად არის, თუმცა ამის აუცილებლობა, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

"შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის საგანგებო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად ქვეყანა უკვე მზად არ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა 28 იანვარს, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული. საგანგებო მდგომარეობისთვის ქვეყანა ტექნიკურად მზადაა, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება, ეს არ არის თვითმიზანი. დღეს ჩვენ რომ გვაკლდეს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ პროცესი ვმართოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებდით, არ შეიძლება ამით სპეკულირება. ქართველი ხალხი არის ძალზედ გონიერი, დიდი გამოცდილების მქონე და შეუძლებელია, რომ მსგავსი მოწოდებებით ან რაღაც პანიკური განწყობების შექმნით ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არავითარი შიში, არამედ ეფექტური მოქმედება. sms გზავნილები დაწყებული ახლა, როდესაც ვნახეთ, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასობრივად იყო გასავრცელებელი ახლა,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 

დღის ამბები