30 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, მკაცრად გავაკონტროლებთ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მსხვილი სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოჯისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტების, პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და ფასების შენარჩუნების საკითხი.

"მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არის. გავიარეთ ყველა ფინანსური, ლოგისტიკური საკითხები, რითი შეიძლება ჩვენ გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. ასევე მთავარი თემა იყო ფასები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, იქნება ეს მსხვილი, სადისტრიბუციო საბითუმო კომპანია, თუ სავაჭრო ქსელები - არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრა იმპორტიორებთან იმისთვის შედგა, რომ ქვეყანაში  საკვები პროდუქტების  უწყვეტი მიწოდება არ შეიზღუდოს.

დღის ამბები