დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ, მუნიციპალური ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობის მომსახურებას შეძლებს, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში გადაადგილება, ისედაც შემცირებულია.
კახა კალაძის თქმით, მოსახლეობამ გადაადგილებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოს.
"დედაქალაქში დაახლოებით 1200- მდე მიკროავტობუსია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კორონავირუსის საფრთხე გაჩნდა, მეტროში 35%-ით არის შემცირებული მგზავრთა რაოდენობა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში, შემცირებულია დაახლოებით 30%. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან," - განაცხადა კალაძემ.