30 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
კარანტინის დამრღვევ პირებზე შესაძლოა პატიმრობაც გავრცელდეს - სანქციების კონკრეტული ფორმები დღეს გახდება ცნობილი 

კარანტინის დამრღვევი მოქალაქეებისთვის შესაძლოა გარკვეული სანქციები, მათ შორის პატიმრობაც, დაწესდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს უმრავლესობის ლიდერს დაავალა, კარანტინის წესების დამრღვევი ადამიანებისთვის სპეციალური კანონპროექტი შემუშავდეს.

უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა სანქციებზე იქნება საუბარი. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ცვლილებები ადმინისტრაციულ ნაწილშიც შევიდეს.

მამუკა მდინარაძის თქმითვე, შესაძლოა ცვლილებები გულისხმობდეს პატიმრობასაც, მკაცრი მექანიზმების მიღება კი აუცილებელი გახდა, რომ თავიდან იყოს აცილებული კორონავირუსის გავრცელების ყველა გზა.

 

დღის ამბები