7174 გარდაცვლილი და 183 ათასამდე ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოციალური კონტაქტების შემცირებით შესაძლებელია ვირუსის გადაცემის შემთხვევების შემცირება, რაც ეხმარება ჯანდაცვის სისტემას შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებაში. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევები ახლა მთელ მსოფლიოში უფრო მეტია, ვიდრე ჩინეთში.
"ყველაზე ეფექტიანი არის გადაცემათა ჯაჭვის გაწყვეტა. ამისთვის აუცილებელია ტესტირება და იზოლაცია. ხანძარს თვალახვეული ვერ ჩააქრობს. ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიას, თუ არ გვეცოდინება ინფიცირებულები. მე მივმართავ ყველა ქვეყანას მკაფიო გზავნილით, ჩაატარეთ ტესტები, ჩაუტარეთ ტესტი ყველა საეჭვო პირს, თუ გამოვლინდა ვირუსი, მოძებნეთ კონტაქტები და მოახდინეთ იზოლაცია, ვიდრე მათ გამოუვლინდებათ სიმპტომები," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.