30 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ირანში კორონავირუსით ფეხბურთის მწვრთნელი გარდაიცვალა

კორონავირუსის პანდემიამ ირანში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. "თეირან თაიმსის" ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო საფეხბურთო და ფუტსალის მწვრთნელი აჰმად ტაჰერი გარდაიცვალა. მას 4 თვის წინ სიმსივნე დაუდგინეს და შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდა. შედეგად, ტაჰირის იმუნური სისტემა ახალ ვირუსს ვერ გაუმკლავდა.

COVID-19 დაუდგინდა რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოს" მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუსს. ინსტაგრამის საშუალებით მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო და ამ დროისთვის მედიკოსებთან ერთად განმეორებითი ტესტის მოლოდინშია.

დღის ამბები