ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 349-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 2 100-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში ინფიცირების 28 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 2 700-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
იტალიის მთელს ტერიტორიაზე კარანტინი 10 მარტს გამოცხადდა. მოსახლეობისთვის ქუჩაში გასვლა მხოლოდ სამედიცინო და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებშია ნებადართული.