ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 ადამიანი, მათგან 4 მცირეწლოვანია.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.