ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პირია მოთავსებული, მათ შორის ერთს უკვე დადასტურებული კორონავირუსი აქვს. მეორე კი საეჭვო სიმპტომების გამო სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს, ის ახალგაზრდა ქალია. ლაბორატორიული კვლევის შედეგი ვირუსის შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას მაღალი რისკის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება პაციენტს,რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
დღეის მდგომარეობით აჭარაში საკარანტინო ზონაში 200ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი რჩება.