30 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 17 პაციენტიდან 13-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 17 პაციენტიდან 13 -ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

4 პაციენტი კი საავადმყოფოში გუშინ, გვიან ღამით, საფრანგეთის რეისიდან შეიყვანეს და მათი ანალიზის შედეგები დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, უკვე გამოკვლეული პაციენტების ნაწილი სიმპტომების მიხედვით, მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ნაწილი კი, სამედიცინო დაწესებულებაში დარჩება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვა და სხვა საკარანტინო სივრცეებში მოხვდნენ. თუ სამი დღის წინ ასეთი პაციენტების რაოდენობა 300-მდე იყო, დღეს მათი რიცხვი 637-მდე გაიზარდა. მონაცემები შეცვლილია სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების შემთხვევაშიც, ასეთი სულ 54 ადამიანია.

დღის ამბები