საქართველოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ვირუსზე მეორე ტესტიც უარყოფითი იყო.
მისივე თქმით, საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 28 კორონავირუსით არის ინფიცირებული.
"28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის, გვყავს პნევმონიით 8 პაციენტი. აქედან, 4 მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი არ იქნება, დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ წავალთ," - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მსუბუქი პნევმონია აღენიშნება 4 პაციენტს, თუმცა, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, გართულება ყოველთვის არის მოსალოდნელი.