ისრაელის პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერს, ბენი განცს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ისრაელის პარლამენტში შემავალი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა ოპოზიციონერი ლიდერი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.
პარალელურად, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო. ის ქრთამის აღებასა და თაღლითობაშია ბრალდებული.