რუსეთმა და თურქეთმა იდლიბის პროვინციაში ერთობლივი პატრულირება შეწყვიტეს. სირიის რეგიონში პატრულირება მას შემდეგ შეწყდა, რაც ამბოხებულებმა და ადგილობრივებმა მოსკოვსა და ანკარას შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააპროტესტეს და მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
იდლიბის პროვინციის მოსახლეობა რეგიონში რუსული სამხედრო ძალების ყოფნას ეწინააღმდეგება. პუტინმა და ერდოღანმა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს ხელი 5 მარტს მოაწერეს.