მესამე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში, პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებულ 45 მგზავრს აკვირდებიან. ყველა მათგანი ერთ შენობაშია მოთავსებული და საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე ექიმების 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სასტუმროს თანამშრომლები და ექიმები შესაბამისი სამედიცინო ეკიპირებით არიან აღჭურვილი. ბოლო ინფორმაციით, ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავდაპირველად, კარანტინში პარიზიდან დაბრუნებული 46 მგზავრი იყო მოთავსებული, თუმცა, ერთი პირი მაღალი ტემპერატურით თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, კახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 110-მდე ადამიანი იმყოფება.