ე.წ. ყვითელჟილეტიანებმა პარიზში მასობრივი შეკრების აკრძალვის მიუხედავად, აქცია გამართეს. დემონსტრაციაზე მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. პოლიციამ აქციაზე 20-მდე ადამიანი დააკავა.