საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 73 პაციენტი.