გერმანია საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან საზღვრებს ჩაკეტავს. ინფორმაციას გერმანული გაზეთი Bild-ი ავრცელებს. შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება და კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება.
გერმანული გაზეთის მიხედვით, საზღვრების ჩაკეტვა სასაქონლო ბრუნვას არ შეეხება, ასევე შეზღუდვა არ შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრებს სამსახურის გამო კვეთენ.
Bild-ის თანახმად, გერმანიის მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვა საზღვრისპირა რეგიონებში უცხოელების მიერ პროდუქტის მასობრივ, პანიკურ შესყიდვებსაც შეაჩერებს.