30 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 38 მოქალაქეს აკვირდებიან - მათ შორის ერთი წლინახევრის ბავშვია

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 38 მოქალაქეს აკვირდებიან, მათ შორის ერთი წლინახევრის ბავშვია.

მისმა ოჯახმა საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთა, რის შემდეგაც კლინიკაში მოათავსეს. ცხელება აქვს 4 პაციენტს.

მოიხსნება თუ არა უახლოეს პერიოდში რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონა და მიიღებს თუ არა კლინიკა პაციენტებს, - ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში პაციენტების მიღებას.

რაც შეეხება საავდმყოფოში მყოფ 38 პაციენტს, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კლინიკის დირექტორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 4 პაციენტს ცხელება აქვს, მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება.

კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სხვადასხვა კლინიკა მზად არის, აუცილებლობის შემთხვევაში  საკარანტინო სივრცეები მოაწყოს. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 38, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სტაციონარში 64 ადამიანია მოთავსებული. კარანტინში კი ამ დროისთვის 439 ადამიანი იმყოფება. 

დღის ამბები