ინტერნეტში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც ასახულია პორტუგალიელი მძღოლი, რომელიც მგზავრებს ინგლისურ ენაზე მიმართავს - "თუ გსურთ პორტუგალიაში გადარჩეთ, მენდეთ, თქვენ ამ კანონის პატივისცემა მოგიწევთ, თუ მე არ მეთანხმებით, თქვენგან მარჯვნივ ორი კარია, თავად კანონი კი ძალიან მარტივია - კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ყველა მეთანხმებით, ხომ? დიდი მადლობა, სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!".