30 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
მინდა ყველა დავაწყნარო, საზღვრები იმპორტირებული საქონლისთვის ღიაა - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე

რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი ჩვენს ყოველდღიურ სოციალურ ყოფაზე, რა რისკებისა და გამოწვევების წინაშეა ეკონომიკის სფერო? - როგორც ირკვევა, ამ დროისთვის საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, ტვირთბრუნვა არ შეცვლილა, დეფიციტი არ არის და შესაბამისად, პანიკის საფუძველიც არ არსებობს. 

"მინდა ყველა დავაწყნარო, რომ საზღვრები იმპორტირებული საქონლისთვის არის ღია. სიტუაცია შექმნილია ხელოვნურად და პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუკი ამ პანიკას შევინარჩუნებთ გაცილებით მეტი საფრთხის წინაშე დავდგებით ორი-სამი თვის შემდეგ. დახლებზე იქნება ის საქონელი, რომელიც მოსახლეობას სჭირდება," - აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია.

იმაზე, რომ პროდუქტების ნაკლებობა არ არსებობს და პანიკის საფუძველიც არ არის, სავაჭრო ქსელების დირექტორებიც საუბრობენ. 

"მარაგი სრულიად კონტროლდება, ჩვენ ასევე გვაქვს რამდენიმე თვის დამატებითი მარაგი. მოსახლეობა მინდა რომ დავამშვიდო. იმპორტი ჩვეულებრივად ხორციელდება, შეფერხება არ არსებობს," - აღნიშნავს "სმარტის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ზვიად მეფარიშვილი.

იმავეს ამბობს "გუდვილის" მარკეტინგის მენეჯერი ნატა წერეთელიც. მისი თქმით, პროდუქტების დეფიციტის საშიშროება არ არსებობს. 

დღის ამბები