30 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი მარგველაშვილი 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა, 1946 წელს ის მამასთან ტიტე მარგველაშვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, დააპატიმრეს და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს.  ტიტე მარგველაშვილი დახვიტეს, გივი მარგველაშვილი კი საქართველოში გადმოასახლეს.

გივი მარგველაშვილმა გერმანიაში დაბრუნება მხოლოდ 80-იანი წლები ბოლოს შეძლო. 2011 წელს მწერალი ისევ თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, "კაპიტანი ვაკუშის", 2 ტომი, აგრეთვე რომანები "მუცალი" ,"დიდი კორექტურა", პროზაული კრებულები "გადაუგდებელი ხელთათმანი", "სიცოცხლე ონტოტექსტში".

2006 წელს გივი მარგველაშვილს გერმანიაში გოეთეს მედალი მიანიჭეს.

2015 წელს კი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

დღის ამბები