30 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 12-დან 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 12-დან 6 პაციენტის პასუხი მიიღეს და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის 2 წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქეა.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.

ამ დროისთვის კლინიკაში 6 პაციენტი რჩება, რომელთა ანალიზებიც დღეს გადაიგზავნება. მათგან ერთი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი.

ყველა პაციენტის საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს. ექიმის თქმით, გუშინ პირველად ჩატარდა ქუთაისში ლაბორატორიაში კვლევა და აწი ყველა საეჭვო ანალიზი ინფექციურიდან ქუთაისში გადაიგზავნება.

დღის ამბები