კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეების ელექტრონული წიგნები უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით მიღწეულია შეთანხმება ელექტრონილი წიგნების ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-სთან, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლათფორმაზე განთავსებულ "პალიტრა L"-ისა და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 2093 ელექტრონულ წიგნზე.
მომხმარებელს სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი უფასოდ გაუაქტიურდება და სასურველი წიგნის არჩევის საშუალება მიეცემა. არჩეული წიგნები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელია მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე ელ ფოსტით ან ფეისბუქით.
ავტორიზებული მომხმარებელი უნდა შევიდეს სამკითხველოს გვერდზე სადაც ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ.
პაკეტის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელს ეძლევა სასურველი 3 წიგნის არჩევის და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება.
სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი. წიგნების წასაკითხად ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა.