30 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
კანადის პრემიერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა - თავად ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაში რჩება

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ეს ფაქტი თავად ჯასტინ ტრუდომაც დაადასტურა და ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა. ტრუდოს თქმით, თავად მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა ექიმების რჩევას ითვალისწინებს, თვითიზოლაციაში რჩება და მუშაობას სახლიდან აგრძელებს.

"სამწუხაროდ COVID-19-ზე სოფის ტესტირების შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ის ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება. სიმპტომები მსუბუქია, ის საკუთარ თავზე ზრუნავს და ექიმების რჩევებს მიჰყვება.

მე თავს კარგად ვგრძნობ და ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მაქვს, მაგრამ ვითვალისწინებ ექიმების რჩევას და ამ დროისთვის იზოლაციაში ვრჩები. ამ ხნის განმავლობაში, მე სახლიდან ვიმუშავებ და ვიდეო და ტელეკონფერენციების მეშვეობით გავუწევ ორგანიზებას შეხვედრებს.

ხვალ მე დაველაპარაკები ადგილობრივების ლიდერებს და მინისტრებს, რათა შევათანხმოთ ჩვენი საპასუხო ქმედებები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს კანადელების დასაცავად და ჩვენ ეკონომიკაზე მისი გავლენის შესამცირებლად," - წერს ჯასტინ ტრუდო ფეისბუკზე.

დღის ამბები