ბრაზილიელ მაღალჩინოსანს ფაბიო ვაინგარტენს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა.
"როიტერსის" ინფორმაციით, დაავადება განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.
ვაინგარტენი ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროსთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შესახებ აშშ-ს უკვე აცნობეს.