30 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
25-ე პაციენტი იტალიასთან ირიბადაა დაკავშირებული, სხვა ყველაფერი პერსონალური ინფორმაციაა - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის 25-ე შემთხვევასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ პაციენტი ირიბ კავშირშია იტალიასთან. დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებაზე ამირან გამყრელიძემ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ეს, პაციენტის პერსონალური მონაცემებია.

"სხვა ყველაფერი გახლავთ პერსონალური ინფორმაცია, არც მის სქესს ვასახელებ, არც წლოვანებას, არ მაქვს ამის უფლება. მე ვარ თანაავტორი პაციენტის უფლებების კანონის ამ ქვეყანაში, რომელიც 2001 წელს პარლამენტმა მიიღო. თუ მე არ დავიცავი, სხვებიც არ დაიცავენ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. პაციენტი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება.

დღის ამბები