აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ირანიდან დაბრუნებული ქალი იმსხვერპლა.
1news.az-ის ინფორმაციით, პაციენტი 51 წლის იყო. მას კორონავირუსის გარდა მძიმე ავტოიმუნური დაავადებაც დაუდგინეს.
აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი.