თავდასხმა ავსტრალიაში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქ მელბურნში 2 ადამიანი მოკლა და ამდენივე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე გაანეიტრალა. უცნობია თავდასხმის მოტივი. პოლიციის განცხადებით, დამნაშავეს ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი და კრიმინალური წარსული არ ჰქონია.