30 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. პრეზიდენტის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში.

ამერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს დაავადების პრევენციის მიზნით იღებს, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 38-ს მიაღწია. ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში 1 300-ს აჭარბებს.

"ეს არ არის ფინასური კრიზისი. ჩვენ მხოლოდ დროებით გარკვეული ზომები მივიღეთ. კორონავირუსის გავრცელების გამო, შეერთებული შტატები ევროპიდან უცხოელების მიღებას აჩერებს. აკრძალვა 13 მარტის შუაღამიდან 30 დღით ამოქმედდება. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ამერიკელებისთვის, რომლებიც გადიან სპეციალურ შემოწმებას. შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთზე. მოვუწოდებ კონგრესს, შტატების ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საგადასახადო ტვირთის შესამსუბუქებლად ზომები მიიღოს," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

CNN-მა  კი, იმ ევროპული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-მა შეზღუდვები დააწესა. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შენგენის ზონის შემდეგ ქვეყნებს ეხება: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

            

დღის ამბები