30 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საავადმყოფოდან გაწერეს

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს - ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე საქართველოს მოქალაქემ სავალდებულო საკარანტინო სივრცე უნდა გაიაროს.

"იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობაა ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღის ამბები