30 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს თვითიზოლაციის ზუსტი წესების აღსრულების კონტროლი - გახარია

თვითიზოლაციის წესების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება დღეს გიორგი გახარიამ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა დღეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.

"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულება მოქალაქეების მხრიდან," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები