30 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

ახალი ვირუსის სიმპტომები მათ ავსტრალიაში დაუდგინეს. 63 წლის მსახიობმა ამის შესახებ ინსტაგრამზე თავად დაწერა.

"ცოტა დაღლილობას ვგრძნობთ, როგორც გაციების დროს, ასევე გვქონდა მცირე ტკივილი და მაღალი ტემპერატურა," - წერს მსახიობი ინტაგრამზე.

ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ სიმპტომების გამო კლინიკას გამოკვლევისთის თავად მიმართეს. კორონავირუსით დაინფიცირებული მსახიობი მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ვარსკვლავური წყვილი ავსტრალიის ქალაქ კუინზლენდში იმყოფებოდა, სადაც ტომ ჰენკსი, ელვის პრესლის ცხოვრების შესახებ გადასაღებ ფილმზე მუშაობდა.   

დღის ამბები