30 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
კორონავირუსის ე.წ. გენეალოგიური ხე - ვის ვისგან გადაედო COVID-19 და რამდენი კლასტერია საქართველოში

კოვიდ 19-ის ე.წ. გენეალოგიური ხე საქართველოში. ვის ვისგან გადაედო კორონავირუსი და რამდენი კლასტერია ქვეყანაში.

არსებობს ინფიცირების სამი რისკ ჯგუფი: ე.წ. გეფა, საქართველოს ბანკი და საჩხერე. ეს პირობითი სახელწოდებებია და სამივე იტალიური წარმოშობისაა. არსებობს კიდევ რამდენიმე დაავადებული, რომლებიც ესპანეთიდან და ირანიდან შემოვიდნენ, თუმცა მათ გავრცელების კონტაქტები არ დაუდასტურდათ.

კორონავირუსით დაავადებულებს ჩვენ ნომრებით მოვიხსენიებთ, ეს პირადი მონაცემებია და მათი დარღვევის უფლება არავის არ აქვს. გამონაკლისები ის ადამიანები არიან, რომელთაც თავად ღიად თქვეს, რომ კორონავირუსი აქვთ და ამით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

#1 დაინფიცირებული - აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა, საზღვრიდანვე გადაიყვანეს შესამოწმებლად. ქვეყნის შიგნით კონტაქტში არ ყოფილა სხვებთან (26 თებერვალი)

#2 დაინფიცირებული- იტალიიდან ჩამოსული ქალია. საქართველოს ბანკის თანამშრომელი. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ვირუსის დადგენამდე, იმყოფებოდა სამსახურში (28 თებერვალი)

#3 დაინფიცირებული-აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საზღვრიდანვე გადაიყვანეს შესამოწმებლად.

#3 და #1 ერთად იყვნენ ირანში. მესამე დარჩა რამდენიმე დღით აზერბაიჯანში. ამიტომ არ ემთხვევა მისი და პირველის შემოსვლის თარიღები (29 თებერვალი)

#4 დაინფიცირებული- იტალიიდან ჩამოსული 44 წლის მამაკაცია. ქართველი ექიმი, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს და საქართველოში ჩამოვიდა 1 მარტს იტალიიდან. იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ვირუსი დაუდასტურდა 5 მარტს;

მასთან, ანუ #4 დაინფიცირებულთან ერთად იტალიაში იმყოფებოდნენ #5, #6, #7, #8, #9,

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ბევრი კონტაქტი ჰქონდა #5, "გეფას" დირექტორს. მივიდა სამსახურში, ჩაატარა თათბირი, იმყოფებოდა სამძიმარზე. (ვირუსის დადასტურების თარიღი 5 მარტი)

#5-თან კონტაქტით მოუწია თვითიზოლაციაში გადასვლა ნიკოლოზ გამყრელიძეს, რომელიც #10-ია

#5-თან კონტაქტით დაინფიცირდა #11 (7 მარტი);

#12 - საჩხერეშია მოთავსებული. პაციენტი საზღვარგარეთ არ ყოფილა, თუმცა კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან (7 მარტი)

#13 - სავარაუდოდ ისიც #5-თან კონტაქტით დაინფიცირდა (7 მარტი)

#14 - სავარაუდოდ #5-თან კონტაქტით დაინფიცირდა (7 მარტს გვიან დადასტურდა);

#15 -ესპანეთიდან ჩამოვიდა, მაგრამ ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა იტალიელებთან (7 მარტს გვიან დადასტურდა);

მომდევნო 5 დაინფიცირებული #16 , 17, 18, 19, 20 #2 ერთად იმყოფებოდნენ იტალიაში.

#21 დაინფიცირებულიც - სავარაუდოდ #5-თან იყო კავშირში, შეასრულა გარკვეული სამუშაოები, აიღო თანხა და ფულთან კონტაქტს უკავშირებს დაინფიცირებას.

#22 - #23 - სავარაუდოდ არიან #12-თან კონტაქტის შედეგად დაინფიცირებულები.

ამ სტატისტიკაში შედის 12 წლის ბავშვის დაინფიცირების შემთხვევა, რომელიც დედასთან და ინფიცირებულ #2 პაციენტთან,ანუ საქართველოს ბანკის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში.

სულ ცოტახნისწინ გაირკევა, რომ 24 დაინფიცირებული ადამიანი დაემატა ამ სიას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს ადამიანი საიდან დაინფიცირდა.

დღის ამბები