აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, სოხუმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს.
შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება და 14 მარტს, საღამოს 8 საათზე ამოქმედდება.
დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის აღებულ სინჯებს კვლევისთვის რუსეთში აგზავნიან, ხვალ კი ექსპრეს-ტესტები უკვე სოხუმშიც ექნებათ.
მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.