ანგელა მერკელი ამბობს, რომ კორონავირუსით მოსახლეობის 70% დაინფიცირდება, ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რადგანაც ჯერ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს, საჭიროა, დაავადების გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შენელდეს.
"როდესაც ვირუსი უკვე ვრცელდება, ადამიანებს არ აქვთ იმუნიტეტი, არ არსებობს სამკურნალო პრეპარატი, მოსახლეობის 60-70% დაავადდება," - განაცხადა მერკელმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ "დრო უნდა მოიგონ".
გერმანიაში კორონავირუსით 1296 დაინფიცირებული გამოავლინეს, 2 ადამიანი გარდაიცვალა.