30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში ოთხი მეშახტე მოიწამლა

ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში ოთხი მეშახტე მოიწამლა. მიზეზი, სავარაუდოდ, დაგროვილი მხუთავი აირები გახდა. შემთხვევა 9 მარტს მოხდა.

მეშახტეები მკურნალობას ქუთაისში გადიოდნენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკა უკვე დატოვეს.  

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკაძე აცხადებს, შემთხვევა გვირაბში მოხდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიკეტა, მეშახტეებს გვირაბით უწევთ გადაადგილება.  

გაგა ისაკაძე, ასევე აცხადებს, რომ მათ ადმინისტრაციას აცნობეს, რომ ამ გვირაბით სარგებლობა არ უნდა მომხდარიყო.

შეგახსენებთ, ტყიბულში რამდენიმე დღის წინ მეშახტეებმა აქცია გამართეს, ისინი ძიძიგურის შახტის დაკეტვას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები