კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ჩემპიონატები შეაჩერა.
ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, ლიგა 2, ლიგა 3 და ასაკობრივი ჩემპიონატები 1 აპრილამდე არ გაიმართება.