30 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
საქართველოს აეროპორტებში კორონავირუსის საპრევენციოდ დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერების დამონტაჟება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.

თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.

"თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს  ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის," - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის მოადგილე გაგა სანიკიძემ.

პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა" და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.

დღის ამბები