ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თბილისის გრანპრი გაუქმებულია.
ტრადიციული ტურნირი ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, საერთაშორისო ფედერაციამ რადიკალური ზომები მიიღო.
თბილისში დაგეგმილ ტურნირზე 87 ქვეყანა იყო დარეგისტრირებული. თბილისთან ერთად გაუქმდა ეკატერინბურგის გრანდ-სლემი და ანტალიის გრან-პრი. 30 აპრილამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ყველა ღონისძიება გააუქმა.