ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ უკრაინის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის პასუხი დღეს გახდა ცნობილი და ის, უარყოფითია.
50 წლამდე მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, ის იტალიიდან უკრაინის გავლით ბათუმში გემით შემოვიდა და უკან აპირებდა გაბრუნებას, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო, მისი ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში 50 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, 30 პირი კი კარანტინშია მოთავსებული. ამ დროისთვის, არც ერთი პაციენტი არ იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში.