თბილისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 30 პაციენტი იმყოფება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ 33 პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევა კორონავირუსზე, ამ დროისთვის მათგან მხოლოდ 3 ადამიანის პასუხს ელოდებიან. დანარჩენის პასუხი კი, უარყოფითი იყო.
როგორც მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, მოქალაქეების ნაწილი უკვე საკარანტინო სივრცეში, ნაწილი კი, თვითიზოლაციაშია.