აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩაუტარებია - ამის შესახებ ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა.
თუმცა ორმა დეპუტატმა, რომლებთანაც ტრამპს კონტაქტი ჰქონდა, განაცხადა, რომ კონფერენციაზე დასწრების შემდეგ კარანტინში იმყოფებიან. დეპუტატების თქმით, მათ იმ პირთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.
"პრეზიდენტმა არ გაიარა COVID 19-ზე ტესტირება, რადგან მას არ ჰქონდა ხანგრძლივი მჭიდრო კონტაქტი რომელიმე პაციენტთან, რომელსაც COVID 19-ი დაუდასტურდა. მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ გააჩნია," - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა სტეფანი გრიშემმა.
სპიკერის თქმითვე, დონალდ ტრამპი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 111 ათასს გადააჭარბა, 3.800-ზე მეტი გარდაიცვალა.