30 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
საჩხერის საკარანტინო ზონაში გუშინ გვიან ღამით 30 ადამიანი შეიყვანეს - ყველა მათგანი იტალიაში იმყოფებოდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გუშინ გვიან ღამით 30 ადამიანი შეიყვანეს.

30-ივე სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა. ამ დროისათვის სასტუმროში კარანტინს სულ 31 ადამიანი გადის.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ასევე, დამაკმაყოფილებელია იმ ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობაც, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მაია ხელაძის ინფორმაციით, 30 პაციენტიდან ვირუსის ნიშნები არცერთ მათგანს არ აღენიშნება.

"თითოეულ მათგანს მიცემული აქვს ინსტრუქცია და ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით. პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს ეს ადამიანები ჩვენთან. ამ დროისათვის ვირუსის ნიშნები არც ერთ მათგანს აღენიშნება," - ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მაია ხელაძე.

დღის ამბები