ამერიკის შეერთებული შტატები თალიბანთან შეთანხმების ფარგლებში ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს. 135 დღის განმავლობაში ვაშინგტონი ავღანეთში მყოფი სამხედროების რაოდენობას 12 ათასიდან 8 600-მდე შეამცირებს.
შტატები და თალიბანი ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ 29 თებერვალს დოჰაში შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, თალიბანი კი პირობას დებს, რომ ტერორისტული თავდასხმები აღარ მოხდება.